logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისია თვლის, რომ ლოგიკა, რის გამოც კანონპროექტები შემუშავდა, სამართლიანია
- +

25 მარტი. 2021. 19:56

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია იზიარებს საზოგადოებას ლოგიკურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, უნდა დააფინანსონ თუ არა მოქალაქეებმა ისეთი პარტიები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევიან.

 

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ვენეციისა და ეუთო-ს დასკვნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე საკითხთან მიმართებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დარწმუნებულია.

 

“დაფინანსებასთან მიმართებით ვენეციის კომისიას ჩათვლილი აქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან საფუძვლიანი შენიშვნებია გამოთქმული.

 

ლოგიკა, რის გამოც ეს პროექტები შემუშავდა, სამართლიანია. რაც შეეხება მისი გადაწყვეტის გზებს, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ შესაძლოა პრობლემების ასეთი გადაწყვეტა ზუსტად არ იყოს მთლიანად პროპორციული, თუმცა, პრობლემებს ისინი ხედავენ და ეთანხმებიან. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს საზოგადებას ვუთხრა, რატომ შემუშავდა ეს კანონები.

 

პირველი, იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და არაფორმალურად ჩრდილოვანი მმართველობით არ მართოს პროცესი, არ შეუშალოს ხელი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მეორე, როდესაც პარტიები, დეპუტატები არ მონაწილეობენ პროცესში, საზოგადოებას ჰქონდა კითხვები, მაინც უნდა დააფინანსოს თუ არა მოქალაქეებმა ასეთი პარტიები. ამ ლოგიკას ეთანხმება და იზიარებს ვენეციის კომისია.

გვეუბნება, რომ გადავხედოთ ნორმებს, რომლითაც ჩვენ ამ საკითხების დარეგულირება წარმოგვიდგენია. ამ პროექტებზე გავაგრძელებთ მუშაობას და ვფიქრობ, ორივე საკითხთან მიმართებით სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner