logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: თუკი ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, უბრალოდ, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა
- +

25 მარტი. 2021. 22:32

 

„თუკი ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, უბრალოდ, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება და ახალი ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა და ოპოზიციური ველი მოსუფთავდება.

 

„ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ნაბიჯია გადადგმული. ჩვენ მზად ვართ ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ არჩევნები გაყალბდა.

თუ არ გაყალბდა, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მთავრობა ფუნქციონირებდეს, ვიღაცას შედეგი არ მოსწონდეს, ამის გამო არჩევნები ტარდებოდეს.

მართლა ვეუბნები ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მივმართავ, 2024 წლამდე მათი ადგილი ამ პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ იმიტომ, რომ ქუჩაში დარჩებიან. მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, მე მათ ვაფრთხილებ“,- განაცხადა სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner