logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის ის იდეოლოგია და პროცესი, რომელსაც ზურა ჟვანია ედგა სათავეში, რომ ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წლები ჩემი პოლიტიკაში ყოფნის
- +

26 მარტი. 2021. 01:26

 

 

„ზურაბ ჟვანიამ შემომთავაზა პარტიაში, ვაკე-საბურთალოს პიარის ხელმძღვანელად წავსულიყავი. მერე მე და დათო ოქიტაშვილი გადავედით თბილისის ორგანიზაციაში და 6 თვის მერე უკვე პარტიაში ვიყავი პიარის ხელმძღვანელი. ასე დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ გია ჯაჯანიძის გადაცემაში - “სხვა რაკურსში” სტუმრობისას.

 

„იმდენად, მთელი გულით ვიყავი ზურას [ჟვანია] გვერდით,  იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის ის იდეოლოგია და პროცესი, რომელსაც ზურა ედგა სათავეში, რომ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ალბათ ყველაზე საღი და მნიშვნელოვანი წლები ჩემი პოლიტიკაში ყოფნის“, - დასძინა ხოფერიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner