„ზურაბ ჟვანიამ შემომთავაზა პარტიაში, ვაკე-საბურთალოს პიარის ხელმძღვანელად წავსულიყავი. მერე მე და დათო ოქიტაშვილი გადავედით თბილისის ორგანიზაციაში და 6 თვის მერე უკვე პარტიაში ვიყავი პიარის ხელმძღვანელი. ასე დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ გია ჯაჯანიძის გადაცემაში - “სხვა რაკურსში” სტუმრობისას.
„იმდენად, მთელი გულით ვიყავი ზურას [ჟვანია] გვერდით, იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის ის იდეოლოგია და პროცესი, რომელსაც ზურა ედგა სათავეში, რომ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ალბათ ყველაზე საღი და მნიშვნელოვანი წლები ჩემი პოლიტიკაში ყოფნის“, - დასძინა ხოფერიამ.