„ჩვენ, პოლიტიკოსებმა, ისე მოვაბეზრეთ თავი ხალხს, სავარაუდოა, რომ მათ არ სურთ იგივე სახეების ხილვა“ , - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ „სხვა რაკურსში“ სტუმრობისას.
„მე მაგალითად, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ყოფილიყო პარტია, სადაც შევძლებდი დავხმარებოდი ახალგაზრდებს, იმისთვის, რომ სწორი რაკურსით დაენახათ ცხოვრება, დაენახათ ეს ურთიერთობები, რომელიც უნდა იყოს. სიამოვნებით დავეხმარებოდი ახალგაზრდებს და ვიქნებოდი მათ გვერდით“, - აღნიშნა ხოფერიამ.