logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: დღეში 3 000 ადამიანის აცრა გვჭირდება, რომ მივუახლოვდეთ იმ სამიზნეებს, რაც გვაქვს
- +

26 მარტი. 2021. 02:20

 

 

„ჩვენ გვჭირდება დღეში 3 000 ადამიანის აცრა, რომ მივუახლოვდეთ იმ სამიზნეებს, რაც გვაქვს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„პროგრამა ძალიან სწრაფად და კარგად იკრეფდა ძალას, მაგრამ მომდევნო დღეს მოხდა სრულიად წარმოუდგენელი ამბავი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ სამედიცინო პროფესიონალებში ჩვენ მივიღეთ ძალიან დაბალი აქტივობა.

დღეს უკვე, 10 000-ზე მეტია რეგისტრირებული, მაგრამ დღეს ეს აქტივობა გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა არის, როგორც ამ პროგრამის ერთ-ერთი არჩევანი, არამედ იმითაც, რომ 65 წლის ზემოთ პირებისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა გაიხსნა.

აქედან რამდენია „ფაიზერი“ და რამდენი „ასტრაზენეკა“, მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დღეს ჯამურად, 6 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ იმედის მომცემი მაჩვენებელია. აქტივობა იყო, როგორც „ასტრაზენეკას“, ისე „ფაიზერის“ მიმართულებით და ვფიქრობ, მომდევნო კვირებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner