logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ბრალდებულ პირს ამნისტია შეეხო
- +

26 მარტი. 2021. 11:42

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

 

ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მასზე ძალადობაში ბრალდებულებს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხოთ.

 

ცნობისთვის, საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ამნისტია შეეხო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner