logo_geo
eng_logo
დავით მირცხულავა: უსინდისობაა იმაზე ლაპარაკი, რომ სულხან მოლაშვილმა დაზიანებები თვითონ მიიყენა!
- +

12 ივლისი. 2016. 16:41



თბილისის ყოფილი პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის თქმით, სულხან მოლაშვილმა საკუთარი თავი აწამა და სხეულზე უმძიმესი დაზიანებები თვითონ მიიყენა. საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თავად სულხან მოლაშვილი ამბობდა არაერთ ინტერვიუში, რომ ვალერი გრიგალაშვილი მის წამებაში პირადად მონაწილეობდა.


„ძალიან დიდი სისულელე და უსინდისობაა იმაზე ლაპარაკი, რომ სულხან მოლაშვილმა დაზიანებები თვითონ მიიყენა. სულხანს არაერთ ინტერვიუში აქვს გაცხადებული, რომ მის წამებაში ვალერი გრიგალაშვილი მონაწილეობდა და ამის შესახებ პირადად მეც მომიყვა, როცა ციხეში ვისხედით.

 

საკუთარი თვალით ვიხილე სულხანის დამწვარი ზურგი და პირდაპირ გეუბნებით, რომ მსგავსი საშინელება არასოდეს მინახავს.

 

ყოვლად წარმოუდგენელია, ჭკუათმყოფელ ადამიანს აზრადაც კი გაუელვოს, რომ სულხან მოლაშვილი ასეთ დაზიანებებს თვითონ მიიყენებდა.

 

გრიგალაშვილი იმის თქმას ცდილობს, რომ სულხანმა საკუთარი ზურგი თვითონვე ამოიწვა, სანამ დააპატიმრებდნენ? თუ ვინმე ამას სიმართლედ ჩათვლის, მაშინ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე!

 

ზურგის გარდა, ფეხებიც საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. ახლა ამაზე ცდილობენ აპელირებას, თითქოს ვარიკოზი სჭირდა. ტერფები სულ გაშავებული ჰქონდა და შეუიარაღებული თვალითაც ყველა მიხვდებოდა, რომ ეს ვარიკოზი კი არა, ძალადობით მიყენებული დაზიანებები იყო.

 

ვინც სულხანს იცნობდა, ყველამ იცის, რომ ბრწყინვალე მეტყველება ჰქონდა და შესანიშნავი ორატორი გახლდათ, ციხეში მოხვედრის შემდეგ კი, ელემენტარულად, ლაპარაკიც არ შეეძლო, ვეღარ მეტყველებდა. როცა დააპატიმრეს, 145 კილოგრამს იწონიდა, 3 თვეში კი ამხელა კაცი 65 კილოგრამი გახდა", - ამბობს დავით მირცხულავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner