logo_geo
eng_logo
მირიან მირიანაშვილი: საბანკო ანგარიშების ამოღებით გაიშიფრება, სად წაიღო სააკაშვილმა ქართველი ხალხის მილიარდები
- +

12 ივლისი. 2016. 16:41



საქართველოს ეროვნული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის" თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ მითვისებულ ქონებაზე საუბრობს. მირიანაშვილის თქმით, 100-მდე საბანკო ანგარიშის ამოღება საკმარისი იქნება იმის გასარკვევად, თუ სად წაიღო სააკაშვილმა ქართველი ხალხის მილიარდები.

 

„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვაცხადებ: „ნაცმოძრაობის", როგორც დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმისა და სისტემის დემონტაჟი ყოვლად შეუძლებელია, თუ არ მოხდება ამ სადისტური კარტელის ფინანსური საფუძვლის მორყევა და მოსპობა.

 

დასავლეთი მსგავს სისტემებსა და დანაშაულებრივ ფინანსურ და პოლიტიკურ პირამიდებს, უპირველეს ყოვლისა, გადარიცხვების ანგარიშების გასაჯაროებით ებრძვის! თუ ხელისუფლება თითოეული ამ საქმის სამართლებრივ განხილვას დაიწყებს, მაშინ ქვეყანა ჩიხში შევა, რადგან საქმეები უსაშველოდ გაიწელება და მათ განხილვას არათუ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის მოსამართლეთა და გამომძიებელთა რესურსიც არ ეყოფა. რადგან ყველა ასეთი დანაშაულებრივი შეთანხმება, გარიგება თუ მიტაცება საბოლოო ჯამში მაინც გადარიცხვებამდე მივიდა. ხელისუფლებამ სწორედ ამ გადარიცხვების ანგარიშებს უნდა სტაცოს კუდში ხელი და ძალიან მარტივად გავიდეს შედეგზე!

 

 

ანგარიშის ნომერი და მონაცემები ბანკთაშორის ელექტრონულ სისტემაში მთელი 25 წლის განმავლობაში ინახება და, აქედან გამომდინარე, სააკაშვილისა და მისი ხროვის მიერ გახსნილი ანგარიშები, სადაც დაყაჩაღებულ ხალხს ფულებს არიცხვინებდნენ, დღემდე ხელუხლებლად იქნება დაცული! მეორე - დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საქმე არ გვექნება იმდენ საბანკო ანგარიშთან, რამდენი ადამიანიც ამათ გაატყავეს და დააყაჩაღეს!

 

ჩემი პროგნოზით, მაქსიმუმ, 100 საბანკო ანგარიშის ამოღება იქნება საჭირო და თავიდან ბოლომდე გაიშიფრება, თუ სად წაიღეს სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ქართველი ხალხის მილიარდები!" - აცხადებს მირიან მირიანაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner