logo_geo
eng_logo
„ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს
- +

26 მარტი. 2021. 13:37

 

„მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ შემდეგ, ბავშვებზე ვაქცინის კლინიკური გამოცდა გერმანულმა კომპანია „ბიონტექმა“ და ამერიკულმა კონცერნმა „ფაიზერმაც“ დაიწყეს. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.

 

„ჩვენს პარტნიორ „ბიონტექთან“ ერთად, კლინიკური გამოცდის გლობალური ფაზის ფარგლებში, ვაქცინა ჯანმრთელი ბავშვების პირველ ჯგუფს გავუკეთეთ“, - განაცხადა „ფაიზერის“ წარმომადგენელმა.

 

კვლევის ფარგლებში, 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოება, გადამტანობა და ეფექტიანობა უნდა შეისწავლონ. გეგმის თანახმად, „ბიონტექისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინის ბავშვებში გამოყენება 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყება.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/193939/biontechma-da-pfizerma-vaqtsinis-bavshvebze-gamotsda-daitskes

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner