logo_geo
eng_logo
სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება
- +

26 მარტი. 2021. 16:51

 

სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის  სამუშაოები გრძელდება. ამჟამად 500 კუბური მეტრი ტევადობის  რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

პროექტს  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს.

 

სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია და  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ფინანსდება.

 

„750-კომლიან სოფელს წყლის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ კი მათ წყლის მიწოდება და შესაბამისად საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეტაპობრივად, ფინანსური საშუალებებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემა მოაგვაროს, რადგან იგი მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner