სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. ამჟამად 500 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ ახორციელებს.
სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ფინანსდება.
„750-კომლიან სოფელს წყლის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ კი მათ წყლის მიწოდება და შესაბამისად საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეტაპობრივად, ფინანსური საშუალებებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემა მოაგვაროს, რადგან იგი მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.