logo_geo
eng_logo
ჩერნოვეცკი შვილის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს
- +

12 ივლისი. 2016. 16:51


ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და მომხდარს კატეგორიულად უარყოფს.



ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ სტეპან ჩერნოვეცკი დაკავებული არ არის და მედიისთვის გადაცემული ცრუ ინფორმაციის გამო მისი ოჯახი ესპანელ სამართალდამცველებს სასამართლოში უჩივლებს. ლეონიდ ჩერნოვეცკი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


 

დღეს დილით, საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე, რომ ჩემი ვაჟი ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს!

საშინელი ამბავი, რომელიც ესპანელმა ჟურნალისტებმა გააზვიადეს!

 

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ვაჟი არასდროს ყოფილა ისეთი საქმით დაკავებული, რომელიც დანაშაულთან არის დაკავშირებული! მას ეს არ სჭირდება, რადგან მის ანგარიშზე, უკრაინაში ბანკის გაყიდვის შედეგად, პატიოსანი გზით მიღებული თანხები საკმარისად აქვს! ის პატიოსანი ადამიანია! და მისაბაძად კანონმორჩილი!

 

 

ჩემი ვაჟი არ არის დაკავებული! ეს ტყუილია, ის ბარსელონაში, თავის სახლშია, სადაც ამ მომენტისთვის პოლიციის შეკითხვებს პასუხობს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც კავშირშია ამ ვითარებასთან.

 

სტეპანის  დაკავება რომ სურდეთ, ის დიდი ხანია დაკავებული იქნებოდა! პანეთში ადამიანის დაკავება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

 

 

დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს პოლიცია ჩემს ვაჟს ბოდიშს მოუხდის, მაგრამ ვინაიდან მათ ეს ამბავი პრესაში ოფიციალურად განაცხადეს, ჩემი ოჯახი ამას უპასუხოდ არ დატოვებს! ჩვენ ბარსელონის პოლიციას ჩემი ვაჟის შესახებ ცრუ ბრალდების გამო სერიოზულ სარჩელს წარვუდგენთ! და მილიონობით დოლარს, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ჩემს შვილს კომპენსაციის სახით გადაუხდის (ესპანეთში მსგავს საკითხებს სასამართლო ადვილად წყვეტს), ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.

 

 

მე მშვიდად ვარ, წინააღდეგ შემთხვევაში ბარსელონაში გავფრინდებოდი და ჩემი ვაჟის გვერდით ვიქნებოდი, რადგან იგი ძალიან მიყვარს და როგორც შვილს და ბიზნესმენს, დიდ პატივს ვცემ! მას კარგი სახელი აქვს და მე მასში დარწმუნებული ვარ!

 

 

ხვალ მე კიდევ ვაპირებ ამ საკითხ  განცხადების გაკეთებას, ან შესაძლოა, ჩემმა ვაჟმა პირადად გააკეთოს განცხადება!" - განაცხადა ჩერნოვეცკიმ.



ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, ესპანელმა სამართალდამცველებმა ფულის გათეთრების ბრალდებით 11 პირი დააკავეს, რომელთა შორისაც, კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის უფროსი ვაჟი - სტეპანიცაა. ამის შესახებ El Mundo წერს.



სპეცოპერაცია ერთ-ერთ ძვირად ღირებულ იაპონურ რესტორანში ჩატარდა, რომელიც აშშ-ელ ბიზნესმენ არნმიან მაილიანს ეკუთვნის.



გამოცემა წერს, რომ დაკავებულთა შორის ძირითადად, უკრაინელები და რუსები არიან, რომლებიც ბარსელონაში ცხოვრობენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner