logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: მოლაპარაკებებზე ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით, რისი კანონიერი ბერკეტი და შესაძლებლობაც გვქონდა
- +

26 მარტი. 2021. 18:34

 

„თუკი ოპოზიციის სადმე რამე მოთხოვნა გაუჟღერებია, ისეთი სიგიჟეების გარდა, რაც ქვეყანას გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებდა, ფაქტობრივად, ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით, რისი კანონიერი ბერკეტი და შესაძლებლობაც გვქონდა. არ მესმის, მეტი რა უნდა შევთავაზოთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ,,ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„საარჩევნო რეფორმა ოპოზიციის გარეშე დავიწყეთ. ბარიერის დასაწევად საკონსტიტუციო ცვლილებებზე წინადადება წარმოვადგინეთ. სასამართლო რეფორმის კუთხით ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინების საკითხი დავაყენეთ და არის კიდევ პუნქტები, რაზეც კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით იყო საუბარი. თუ ამ ყველაფერზე არ წამოვლენ, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც ქვეყნისთვის ვთვლით სწორად. ვერც უცხოელი პარტნიორები და ვერც ჩვენი მოქალაქეები ვერ გვეტყვიან, რომ ჩვენ რაღაც არ გავაკეთეთ. თუკი ოპოზიციის სადმე რამე მოთხოვნა გაუჟღერებია, ისეთი სიგიჟეების გარდა, რაც ქვეყანას გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებდა, ფაქტობრივად, ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით, რისი კანონიერი ბერკეტი და შესაძლებლობაც გვქონდა. არ მესმის, მეტი რა უნდა შევთავაზოთ“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

 

https://imedinews.ge/ge/politika/194034/beqa-davituliani-molaparakebebze-chven-kvela-nabiji-gadavdgit-risi-kanonieri-berketi-da-shesadzleblobats-gvqonda

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner