logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ვისაც გსურთ, იხილოთ ერთსქესიანთა ქორწილები, შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ „ნაცმოძრაობას“!
- +

16 თებერვალი. 2016. 17:35



ვისაც გსურთ, საქართველოში იხილოთ ერთსქესიანთა ქორწილები, შეგიძლიათ, არჩევნებში თამამად დაუჭიროთ მხარი „ნაცმოძრაობას", - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს და მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა.


„ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქცია მომხრეა საქართველოში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინების დაკანონების. ამ ფრაქციის მთელმა შემადგენლობამ უარი განაცხადა, ხელი მოეწერა საკონსტიტუციო შესწორებაზე, რომლის მიხედვითაც, ოჯახი განისაზღვრება როგორც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა! მათი ეს საქციელი განსაკუთრებით სამარცხვინოა იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 97 პროცენტი ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინებას და მომხრეა საკონსტიტუციო შესწორების! ვისაც გსურთ, საქართველოში იხილოთ ერთსქესიანთა ქორწილები, შეგიძლიათ, არჩევნებში თამამად დაუჭიროთ მხარი „ნაცმოძრაობას!" - წერს ბრეგაძე.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner