logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: კოტე გოგელიას ფული არის ანგაჟირებული, რუსული ფული!
- +

4 მარტი. 2016. 15:21



„არის თუ არა ანგაჟირებული, პოლიტიკური ფული, რომელიც „მაესტროშია" ჩადებული, რომლითაც ცხოვრობს ეს ტელევიზია? ცალსახად არის!" - ეს განცხადება რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში გააკეთა:


„ეს არის კოტე გოგელიას ფული. მაკა ასათიანს არასდროს ჰქონია ისეთი ბიზნესი, რომ შეინახოს „მაესტრო". აქ რომ საუბრობენ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, რატომ არცერთ აქ მყოფ ჟურნალისტს არ გასჩენია შეკითხვა - ეს კოტე გოგელიას ფული რა ფულია? მე გეტყვით, რა წარმომავლობა აქვს - კოტე გოგელია არის რუსი ბიზნესმენი, რომელიც იკვებება ისეთი ორგანიზაციიდან, რომელიც არის სახელმწიფო წილი. ეს არის რკინიგზა-გადაზიდვები. კოტე გოგელია რუსეთის სახელმწიფოსთან ერთად ზიდავდა საწვავს ჩეჩნეთში, როცა ჩეჩნეთის ომი მიდიოდა. კოტე გოგელიას ფული არის ანგაჟირებული, რუსული ფული! კოტე გოგელია, რაც საქართველოდან გაიქცა, ფულს შოულობს რუსეთში. იმ სფეროში, სადაც ასპროცენტიან წილს ფლობს სახელმწიფო, სწორედ ის პუტინი, რომელიც ძალიან გაღელვებთ!

 

მე არ ვამბობ, რომ თქვენ რუსეთის ინტერესებს ატარებთ, მაგრამ თქვენ რუსული ფულით ცხოვრობთ!

 

რომელ დამოუკიდებლობაზე საუბრობთ, როცა „ვაშინგტონ პოსტი", „ნიუ-იორკ თაიმსი" არის დამოკიდებული? " - განაცხადა ხაინდრავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner