logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი: მე ვრჩები კვირიკაშვილის გუნდში!
- +

12 ივლისი. 2016. 17:11



გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მინისტრის პოსტზე მისი დარჩენის გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა:


„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და ვრჩები მის გუნდში, კვირიკაშვილის მთავრობის წევრად, ამ თანამდებობაზე და მასთან ერთად ვგეგმავ, გავაგრძელო საქმიანობა დასახული მიზნების განსხორციელებლად. ვიცი, რა გეგმები აქვს პრემიერ-მინისტრს. ეს გახლავთ ქვეყნის სტრატეგიული, სტაბილური, მდგრადი განვითარების გეგმები და ჩემთვის ეს გეგმები აბსოლუტურად მისაღებია", - განაცხადა აგულაშვილმა.

 

გიგლა აგულაშვილი „ქართული ოცნების" წევრი ხდება, თუმცა, იგი აქტიურ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა და საპარლამენტო სიაში ყოფნას არ აპირებს.

 

„მე არ ვაპირებ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას. გავაგრძელებ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობას. არც მაჟორიტარად, არც საარჩევნო სიაში ყოფნის სურვილი არ მაქვს და არც შემოთავაზება მქონია. შესაბამისად, ჩემი საქმიანობა პარტიული ნიშნით შეიძლება იყოს შიდაპარტიულ ფორმატში. არ მივიღებ მონაწილეობას აქტიურ საარჩევნო კამპანიაში", - განაცხადა აგულაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner