ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ AstraZeneca-ს აცრის შემდეგ მცირე გვერდითი მოვლენები ჰქონდა, თუმცა ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
"მე თავს კარგად ვგრძნობ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.
სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია, ალბათ აკვირდებით რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძნობთ მუშაობას, რაც ადასტურებს იმას, რომ AstraZeneca-ს ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები და აქედან გამომდინარე, ალბათ კარგი იქნება რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც Pfizer-ს,“ - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.