logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: 14 აპრილის შემდეგ დამატებით გაიხსნება ერთკვირიანი ფანჯარა ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის
- +

26 მარტი. 2021. 22:55

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია ამ დროისთვის 11 000-მა მოქალაქემ გაიარა.

 

"დღესდღეობით რეგისტრირებული არის 11 000-ზე მეტი მოქალაქე და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ნახევარი არის Pfizer-ზე რეგისტრირებული და დანარჩენი რეგისტრირებული არის AstraZeneca-ზე. ეს არ არის მხოლოდ იმ გარემოებიდან, რომ Pfizer-ის მარაგი ამოიწურა.

 

აქ მნიშვნელოვანი იყო ის კალენდარული გადანაწილება, რომელიც სამინისტროს ჰქონდა დადგენილი და ეს ვაქცინაციის პროცესი გადანაწილებულია ამ პერიოდისთვის მხოლოდ 14 აპრილამდე და 14 აპრილის შემდეგ ერთკვირიანი ფანჯარა კიდევ დამატებით გაიხსნება დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და დამატებითი დოზები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner