საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, თუ საარჩევნო სიაში არ იქნება, შექმნის ახალ პარტიას, რომელსაც ერქმევა „სახალხო მოძრაობა - მიმღერე რამე".
„თუ სიაში არ ვიქნები, შევქმნი ახალ პარტიას, ამისთვის სერიოზულად ვარ მომზადებული, ერქმევა „სახალხო მოძრაობა - მიმღერე რამე". პაატა ბურჭულაძესთან ერთად ერთ ბლოკად, ერთ პროექტად გავერთიანდებით. ეკონომიკური პროგრამა უკვე ვიცით, რამდენი უნდა იყოს ხელფასი, პენსია უნდა იყოს ძალიან დიდი, ასევე უმუშევრებისთვის რამდენი უნდა იყოს დახმარება და საერთოდ, სად უნდა ვიშოვოთ ფული, ესეც ვიცით. ალბათ „პინოქიო" წაკითხული გაქვთ, ხომ? - დამარხავ 100 ლარს, ამოვა 1000 ლარი", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.