ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანის განცხადებით, კოვიდვაქცინის ტექნოლოგია 17 წლის წინ უკვე მზად იყო.
"ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა დაწყებულია 17- 18 წლის წინ. ტექნოლოგია მზად იყო, უბრალოდ, არ იყო საჭიროება ამის მასიურად გაშვების წარმოებაში, როგორც კი ამის საჭიროება დადგა, მოხდა რესურსების მობილიზება.
მას გავლილი აქვს უსაფრთხოების ფაზები, როგორც ადამიანებზე, ისე - ლაბორატორიულ დონეზე, ჯანმრთელებზე. ეს საკითხი ამოწურულია, ჩვენ ათწლეულების წინ შექმნილი ტექნოლოგია გვაქვს,"- ამბობს ვახტანგ კალოიანი „რუსთავი 2“-თან.