„მე ასე არ ვიტყოდი. მე მაქვს მათთან მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება და ამის საფუძველზე ვამბობ, რომ ისინი NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულები არიან“, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ კითხვას - ხომ არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად რუსეთის მოკავშირეა.
„არსებობს განსხვავება მოქმედ და წინა მთავრობას შორის, „ქართული ოცნება“ უფრო გახსნილია დიალოგისთვის, მაგრამ მე ამ პარტიას რუსეთის მოკავშირეს ვერ ვუწოდებდი. არ ვფიქრობ, რომ ამის რაიმე მტკიცებულება არსებობს“, - განაცხადა იან კელიმ „ტვ პირველის“ ეთერში.