საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რადიოლოგი ლადო კახაძე აცხადებს, რომ ორსულთათვის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრას უკუჩვენება არ აქვს.
"ორსულობა - ეს არის სასწაული მდგომარეობა, როდესაც მთელი ენერგია, მთელი იმუნური სისტემა ირაზმება ახლად მოსავლენი სიცოცხლის პასუხსაგებ მდგომარეობაში ჩასაყენებლად, ანუ მის დამცველად და რასაკვირველია, თუ ამას წაეხმარება, ამ იმუნურ სისტემას ვაქცინა, თორემ ზიანს არ მოუტანს ნამდვილად აცრა არც ერთ შემთხვევაში.
ეს არის დამატებითი კომპონენტი მუცლად მყოფი ნაყოფის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად დედასთან ერთად....
ეს სარგებლის მომტანია ყველა შემთხვევაში. აცრას უკუჩვენება არ აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არ გაიგოს ისე, თითქოს გართულება არ შეიძლება მოჰყვეს, როგორ არ შეიძლება მოჰყვეს, ვიცი რომ ეს კითხვა დადგება.
ყველა წამალს, ნებისმიერ ქიმიურ ელემენტს, ნებისმიერ საკვებს აქვს პირდაპირი კეთილი მოქმედება და აქვს გვერდითი მოქმედება. არა მარტო გვერდითი მოქმედება, მას აქვს გართულება, ასევე უკუჩვენება," - ამბობს ლადო კახაძე.