„როდესაც მეორე მხარე ამბობს, რომ ჩემგან კომპრომისი უკვე ის არის, რომ მე შენთან მაგიდასთან დავჯექი და გესაუბრებიო - ეს, რა თქმა უნდა, ვერასოდეს იქნება საწინდარი, რომ შეთანხმება შედგეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
კუჭავას შეფასებით, 15 მაისს, აქციის დაგეგმვა ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი მინიშნებაა იმის, რომ ისინი არანაირ მოლაპარაკებაზე, შეთანხმებაზე და კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.
„ჯერ არ იციან როგორ დასრულდება მოლაპარაკებები და უკვე გეგმავენ აქციას?!
ანუ პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ არანაირ მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზე წამოსვლა არ აპირებენ, არანაირ კომპრომისზე წამოსვლას არ აპირებენ.
ეს არის პირდაპირი მინიშნება ორი თვის თავზე აქციის დანიშვნის, მაგრამ აქ უფრო სხვა მიზეზიც მგონია, ამას ემატება ის, რომ მათ მხარდაჭერა რეალურად არ აქვთ მოსახლეობისგან და ცდილობენ ეს ორი თვე რაღაც მოიგონონ, რომ მაქსიმალურად შექმნან ეს მხარდაჭერა და ცოტა მეტი ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში", - განაცხადა კახა კუჭავამ.