logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ყველამ ვიცით, რომ მათი მთავარი სამარკო ნიშანი ფასადური მშენებლობა იყო - რეალურად იყვნენ ელიტარული კორუფციის წარმოუდგენელი მასშტაბის შემოქმედნი
- +

27 მარტი. 2021. 01:32

 

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში. სხვა პარტია ვერ განვითარდა ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაუსწროს რეიტინგით, ეს სამწუხარო რეალობაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„მთავარი პრობლემა არის, რომ პატარა პარტიებს მართლაც უჭირთ, რადგან პრაქტიკულად, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშია დიდი ფინანსური რესურსი, თავის დროზე მოპარული თანხები.

ყველამ ხომ ვიცით და ვხედავდით, რომ მათი მთავარი სამარკო ნიშანი ფასადური მშენებლობა იყო, ხელოვნური, მოჩვენებითი, ფასადური აღმშენებლობა.

რეალურად, მივიღეთ რამდენიმე პიარული პროექტი. ერთი, ორი პროექტი განხორციელდა, რათა ფასადზე გამოდებულიყო.

მაგრამ შემდეგ ვხედავდით, რომ მაგალითად, მარჯანიშვილზე როდესაც გაივლიდი, გარედან ძალიან ლამაზი იყო, ხოლო გვერდიდან ჩამონგრეული კედლები გხვდებოდა და მუშტი რომ მიგერტყა, შეიძლებოდა გიფსოკარდონში ხელი შესულიყო.

ანუ, საოცრებებთან გვქონდა საქმე და ფასადური აღმშენებლობით ამ ადამიანებს რაღაც პროგრესთან დაკავშირება უნდათ. მაგრამ რეალურად, ესენი იყვნენ ელიტარული კორუფციის წარმოუდგენელი მასშტაბის შემოქმედი ხალხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner