logo_geo
eng_logo
გიგლა აგულაშვილი „ქართული ოცნების“ წევრი ხდება
- +

12 ივლისი. 2016. 17:13



გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „ქართული ოცნება - დმეოკრატიული საქართველოს" წევრი ხდება. ამის შესახებ აგულაშვილმა ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა. მისი თქმით, მან მიიღო პრემიერ-მინიტრისგან შეთავაზება და მინისტრის პოსტზე დარჩენის თანხმობა განაცხადა.


თუმცა, იგი აქტიურ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა და საპარლამენტო სიაში ყოფნას არ აპირებს.

 

„მე არ ვაპირებ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას. გავაგრძელებ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობას. არც მაჟორიტარად, არც საარჩევნო სიაში ყოფნის სურვილი არ მაქვს და არც შემოთავაზება მქონია. შესაბამისად, ჩემი საქმიანობა პარტიული ნიშნით შეიძლება იყოს შიდაპარტიულ ფორმატში. არ მივიღებ მონაწილეობას აქტიურ საარჩევნო კამპანიაში", - განაცხადა აგულაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner