„ოპოზიციამ ისევ თუ არ გადმოდგა ერთი ნაბიჯიც კი, ვილაპარაკებთ, რომ გავასაჯაროოთ შეხვედრის დეტალები, ამ საკითხებზე მდუმარება უხერხულია ჟურნალისტების და მთლიანად, საზოგადოების წინაშე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკებებზე არ გადაუდგამს არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის არა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარება, არამედ იმ პროცესების წახმარება, რომელიც ისედაც პრობლემების სახით მიდის, პანდემიის და აქედან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო.
„ჩვენ პატიოსნად ვიქცევით და ამ შეხვედრების დეტალებს არ ვასაჯაროებთ, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ოპოზიციამ ისევ არ გადმოდგა ერთი ნაბიჯიც კი, როგორც პირველ შემთხვევაში, ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ უნდა გავასაჯაროოთ ეს დეტალები, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებით მდუმარება ცოტა უხერხულიც კი არის, თქვენი, ჟურნალისტების წინაშეც და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ