"ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანად იმოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ მეტად უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესსაც და იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, როდესაც ამ თამამი ნაბიჯების გადადგმის რეკომენდაციას შეიძლება ჯანდაცვის სამინისტრომ გასცეს, ამას გარკვეული დრო ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.