logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: „კონსერვატორები“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან
- +

12 ივლისი. 2016. 17:16



„კონსერვატორთა" ლიდერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად არ მიიღებს და „კონსერვატორები" „ქართული ოცნების" სიაში იქნებიან წარმოდგენილი.


 

ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთიან სიაში იქნებიან კონსერვატორების" წარმომადგენლები. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ პარტიული იდენტობა, ვიყოთ კვალიფიციური პარტია, გვყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში და გავაგრძელოთ ერთობლივად საქმე, რაც 2012 წელს ერთად დავიწყეთ.

იმის მიუხედავად, რომ კონსერვატიული პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი წარმოდგენილი არ იქნება, პარტია .. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს არ კარგავს, გამომდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან და ამ სტატუსს მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე ინარჩუნებს. გამომდინარე აქედან, პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, დაფინანსება, საპარლამენტო წარმომადგენლობა ანუ პოლიტიკური ბერკეტები, რითაც პარტიამ პოლიტიკური საქმიანობა უნდა გააგრძელოს, სრულად უნარჩუნდება", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.



მისივე ცნობით, ხვალ, საგურამოში დაგეგმილ შეკრებაზე, სადაც „ქართული ოცნება" პარტიის ახალ სახეებს წარადგენს, „კონსერვატორთა" მთელი ფრაქციაა მიწვეული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner