logo_geo
eng_logo
ჩინეთმა და ირანმა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
- +

27 მარტი. 2021. 15:41

 

 

ჩინეთმა და ირანმა 25-წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი ჩინეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თეირანში მოაწერს.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი თეირანში ვიზიტით 26 მარტს ჩავიდა.

 

ხელშეკრულების ყველა დეტალი ამ დრომდე გასაჯაროებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, მოიცავს ჩინურ ინვესტიციებს ირანის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში.

 

2016 წელს პეკინი და თეირანი მომდევნო ათი წლის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობის 10-ჯერ გაზრდაზე შეთანხმდნენ, რომელიც 600 მილიარდი დოლარი უნდა გახდეს.

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმება ეხება სტრატეგიულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მუხლებს, რომელიც ფარავს ვაჭრობას, ეკონომიკას და სატრანსპორტო თანამშრომლობას.

 

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის შეხვდა. ირანის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ირანისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner