logo_geo
eng_logo
ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიით შედეგად დაზიანებული გზები აღდგენილია
- +

12 ივლისი. 2016. 17:54



აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან ერთად ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში სტიქიის შედეგებს გაეცნენ. ამ ეტაპზე სოფელ ჯალაბაშვილებში დამეწყირილი გზა გაწმენდილია. გზის გაწმენდაზე მუშაობდა ორი ტრაქტორი და ერთი სატვირთო მანქანა, რომელმაც გზა  ქვა-ღორღით გაამაგრა. დამატებით ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები, რომელიც საბოლოოდ გაამაგრებს გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთს. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, დღესვე ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულა-ჯალაბაშვილების მონაკვეთზე  დაიგო ასფალტის საფარი და მიმდინარეობს სასმელი წყლის  გაყვანის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში სოფელს განმეორებით ეწვევა მუდმივმოქმედი კომისია, ჩატარდება გეოლოგიური კვლევა მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახებისთვის.


საბოლოო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტი 86 ათასი ლარით დაზარალდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner