logo_geo
eng_logo
ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 518 მილიონი დოზაა
- +

27 მარტი. 2021. 18:57

გამოყენებული

 

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 140 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 518 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული“, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

 

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, დაახლოებით, 13 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 136.6 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, 91 მილიონი დოზით, მესამე ადგილზე კი ევროკავშირია, სადაც ამ დრომდე ვაქცინების 65 მილიონი დოზაა გამოყენებული.

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 52%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 14.7%-მა მიიღო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner