logo_geo
eng_logo
საკრებულოში კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულს უმასპინძლეს
- +

4 მარტი. 2016. 15:23


 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციისქართული ოცნება-კონსერვატორები"  ინიციატივით, წარმომადგენლობით ორგანოში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსისლეონარდო და ვინჩი" გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორებს უმასპინძლეს

 

 

სერვანტესის სახელობის გიმნაზიისაია-ჯესს" IX და XI კლასის მოსწავლეებმა გიორგი შელეგიამ, ამირან აფციაურმა, გიორგი ნიორაძემ, ბექა მიქაძემ და ვახტანგ კონტრიძემ კონკურსზე გრანპრი და მესამე ადგილი მოიპოვეს.

 

 

ფრაქციის თავმჯდომარის ნინო გოგუაძის განცხადებით, ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების აღმოჩენა და მოტივირება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

 

 

მიმაჩნია, რომ ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ეს ნიჭიერი ბავშვები ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ და ამიტომაც, მინდა წარმატება და კიდევ ბევრი გამარჯვება ვუსურვო მათ"-განაცხადა დეპუტატმა.  

ახალგაზრდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინტელის ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში უდიდესი კონკურსის ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსში, რომელიც აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოში (NASA) გაიმართება.

 

 

შეხვედრაზე კონკურსის გამარჯვებულებმა საკრებულოს წარმომადგენლებს საკუთარი პროექტები გააცნეს, რომლებითაც ისინი საქართველოს სახელით საზღვარგარეთ წარსდგებიან.

 

 

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქციისქართული ოცნება-კონსერვატორები"  წევრები, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, გიმნაზიის დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე და გიმნაზიის აღსაზრდელთა მშობლები ესწრებოდენენ.

შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა გიმნაზიის აღსაზრდელებს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს. საკრებულოს წევრებმა სტუმრებს წარმომადგენლობითი ორგანოს შენობა დაათვალიერებინეს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ახალგაზრდებს პროფესიული ცხოვრების ასპარეზზე წინსვლა უსურვეს.

 

 

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner