logo_geo
eng_logo
სალომე ჩარკვიანი რჩეულიშვილებს: მიიღეთ ყველა ზომა, რომ აქაურობას თავი დავაღწიო!
- +

12 ივლისი. 2016. 17:59



„ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილით რჩეულიშვილების ოჯახს მიმართავს.



მაია, ნიკა, დარსო, ძალიან დიდ გაუგებრაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუბარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადებები დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ, სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობა დავაღწიო თავი რაც შეძლება მალე - დღეს, ხვალ", - წერს სალომე ჩარკვიანი.



შეგახსენებთ, „ცენტრ პოინტის" ორი თანამშრომელი - გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და „ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორი ირაკლი მინდელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner