logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიციისთვის მხოლოდ კრემლს და ჩრდილოეთ კორეას არ მოუწოდებიათ, დანარჩენი ყველა ეუბნება, რომ არაა ეს ნორმალური და შედით პარლამენტში
- +

27 მარტი. 2021. 21:31

 

 

„ნიკა მელიას საკითხი არის მარტივი, გასაღები მის ხელშია, გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ სენატის მოსმენები იყო ბოლო ლურსმანი ოპოზიციური ბოიკოტის კუბოზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ერთადერთი ადამიანი, ვისაც გასაღები ხელში უჭირავს არის ნიკა მელია, ან მისი თანამგრძნობი ადამიანი, რომელიც გადაიხდის 40 ათას ლარს და ის გარეთ გამოვა. საკითხი უმარტივესია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სენატის მოსმენები იყო ბოლო ლურსმანი ოპოზიციური ბოიკოტის კუბოზე, რამაც დაასამარა ბოიკოტის თემის რაღაცა ტიპის ლეგიტიმურობაც კი. ოპოზიციისთვის ჯერჯერობით კრემლს არ მოუწოდებია და ფხენიანს, ჩრდილოეთ კორეას, დანარჩენი ყველა ეუბნება რომ არაა ეს ნორმალური და შედით პარლამენტში“, - განაცხადა სუბარმა.

 

ამასთან, მან შეაფასა ოპონენტების განცხადება, რომ „ოპოზიციამ უკვე დათმო და სხედან მოლაპარაკების მაგდასთან“.

 

„ოპოზიცია აპირებს კიდევ ერთხელ ჩიხში შეიყვანოს და ჩაშალოს მოლაპარაკებები. ყველამ იცის, მთელ მსოფლიოში, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე, როცა კეთდება ასეთი ტიპის განცხადება, რომ ესაა მთავარი დათმობა, უკვე დავჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან, თორემ სხვა რა დათმობაზე შეიძლება წამოვიდე... ეს უკვე ნიშნავს რომ მოლაპარაკებები ჩაკეტილია“, - აღნიშნა სუბარმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner