logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: შემოვიდნენ პარლამენტში, ვიმუშაოთ სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო რეფორმაზე, უამრავ თემაზე, რაზეც საჭიროა
- +

27 მარტი. 2021. 21:54

 

 

„დავუჯეროთ ჩვენს მეგობრებს, შემოვიდნენ პარლამენტში, ვიმუშაოთ სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო რეფორმაზე, უამრავ თემაზე, რაზეც საჭიროა“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა შეკითხვას იმის შესახებ, რა იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი.

 

სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ მთავარი ის არის, რომ გზავნილები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელიდან ჩამოიტანა, გვაჩვენებს, რომ ნატოს და ევროკავშირის კართან საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ამაზე მეტყველებს რუსეთის წარმომადგენლის ძალიან აგრესიული განცხადებებიც, რომლებიც ჟენევაში გააკეთა.

 

„ამიტომ, თუ გადადებენ თავის ამბიციებს უკან და დაუჯერებენ ჩვენს მეგობრებს, შემოვიდნენ პარლამენტში და ამაში მაინც ვიბრძოლოთ ერთად“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების თემას, სუბარის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, ჩაატაროს არჩევნები, თუ ის გაყალბდა - „ხომ ერთადერთი მიზეზით ითხოვდნენ მის ჩატარებას, რომ „არჩევნები გაყალბდა“. თუ გაყალბდა, ჩავატაროთ. კარგია, თვითონაც მიხვდნენ, - ეს არის წამგებიანი პოზიცია, რადგან არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ამის დამტკიცება ძალიან მარტივია. ამას ვეღარ ამტკიცებენ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა და დამტკიცდა, რომ სამართლიანი არჩევნები შეგნებულად თუ შეუგნებლად აყალბებდა ხმის პარალელურ დათვლას და ის 4-პროცენტიანი ცდომილება ნათლად მეტყველებს, რომ ის იყო გაყალბებული.

 

შესაბამისად, სათქმელიც არაფერი დარჩათ და ახლა დაიწყეს რაღაცის მოგონება და რა უნდა მოიგონონ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მაღალი რეიტინგი და ის უკვე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე. აქამდე ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ცნობდნენ, ახლა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგით გავიმარჯვეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მან გიორგი გახარიას მიმართ ოპოზიციის შეფასებებიც გაიხსენა, როდესაც მას „თვალთხარიად“ მოიხსენიებდნენ.

 

„ამ ადამიანზე ყველა სისაძაგლეს ამბობდნენ, დღეს აღმოჩნდა, რომ გახარიას რეიტინგით გაგვიმარჯვია თურმე. პირდაპირ ვიტყვი, გახარიას ნამდვილად ჰქონდა რეიტინგი, რომელიც მე, როგორც მაჟორიტარს მეხმარებოდა, მაგრამ რომ შევადაროთ უცხოეთის გამოცდილებას - შეერთებულ შტატებში, როდესაც პრეზიდენტს უწევს რაღაცის გამო პოსტის დატოვება, (იმპიჩმენტის, გარდაცვალების გამო) მას ცვლის ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც შეიძლება არც ჰქონდეს მაღალი რეიტინგი.

 

ეს არის დემოკრატიის პრინციპი და არჩევნები ტარდება ზუსტად იმ 4 წელიწადში, როცა უნდა ჩატარებულიყო. ეს არის დემოკრატია და რატომ უნდა ჩვენთან მათ სხვა დემოკრატია, როდესაც სულ ამერიკის დემოკრატიას შეჰხარიან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner