logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ხალხი არ მიჰყვება ოპოზიციის რევოლუციურ რიტორიკას, არ გამოდის გარეთ, რადგან არ სჯერა არჩევნების გაყალბების
- +

27 მარტი. 2021. 21:38

 

 

„ოპოზიციას ყოველდღე აქვს აქციები, დღესაც აქვს აქცია და ესაა ის რაოდენობა რისი შეკრებაც შეუძლიათ. ხალხი არ მიჰყვება მათ ამ რევოლუციურ რიტორიკას, მოქალაქეებს არ სჯერათ არჩევნების გაყალბების და ხალხი არ გამოდის გარეთ. ამიტომ გადადეს აქციები 15 მაისამდე, იქნებ მანამდე რამე გვეშველოსო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დღეს საქართველოში, რეალურად რომ შევაფასოთ, პოლიტიკური ოპოზიციის კრიზისია. კერძოდ, კრიზისია ოპოზიციურ ველზე და ეს ცუდად დამთავრდება მათთვის, თუ არ შემოვლენ პარლამენტში და არ წამოვლენ მოლაპარაკებებზე. ეს შეიძლება არ იყოს ძალიან ცუდი ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ მოკლე ვადაში ეს არაა კარგი. ერთის მხრივ გათავისუფლდება ველი უფრო ახალგაზრდა და ჯანსაღი პოლიტიკოსებისთვის. ისინი 1 500 კაციანი აქციებით ვერაფერს მიაღწევენ. ყველა აქციაზე, რასაც ოპოზიცია აწყობს, ჟურნალისტი უფრო მეტია ვიდრე აქციის მონაწილეები და ლიდერები“, - განაცხადა სუბარმა.

 

სუბარი 15 მაისის აქციას, რეგიონებში ოპოზიციის წარმომადგენლების გასვლას სკეპტიკურად უყურებს.

 

„სადღაც რომ ჩავა მაჭუტაძე, რა უნდა უთხრას ხალხს ან თავად რას ელოდება? იარა გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ, ერთმა ზუგდიდში, მეორემ აბაშაში და რა ხმები მიიღეს და რა მხარდაჭერა ჰქონდათ ესეც დავინახეთ“, - აღნიშნა სუბარმა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება 15 მაისისთვის ვითარების გამწვავებას არ ელოდება.

 

20 ადამიანი თუ სასტვენით დაუსტვენს ესაა გამწვავება? ჩვენ გვახსოვს, მართლა იყო ხალხში განწყობა, რომ ხალხი არ მიდის სწორი მიმართულებით. ჩვენ გვახსოვს ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებისას, ხალხის რამხელა მასა გამოვიდა ქუჩაში, ყოველგვარი დაძახების გარეშე. ოქრუაშვილი, იმ რეჟიმის სახეებთან იგივდებოდა, მაგრამ საკმარისი იყო რაღაც ნაბიჯის გადადგმა და ამას მოჰყვა რეაქცია. ჩვენ კარგად გვახსოვს 7 ნოემბერი, საკნების აქცია, როცა ერთ ნათქვამზე, ქუჩაში გამოდიოდა 100 000 ადამიანი. ასეთი აქციები იყო ჩვეულებრივი. იპოდრომზე არაერთი ასეთი აქცია გვახსოვს“, - აღნიშნა სუბარმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner