საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფებოდა.
მინისტრმა დაზიანებული გზის შეკეთებისა და მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი (მე-12 კმ) სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გზის აღდგენითი სამუშაოები 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილი აღდგენილია და გზა გახსნილია.