-
+
28 მარტი. 2021. 11:56
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„მინდა გაცნობოთ, რომ ოთხდღიანი კარანტინის შემდეგ Covid-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მომივიდა“, - წერს გუაიდო. პანდემიის დაწყების დღიდან ვენესუელაში კორონავირუსის 155 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 1 555 ადამიანი იმსხვერპლა.