logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: დემოკრატიულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“
- +

28 მარტი. 2021. 12:50

 

ჯო ბაიდენმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩინეთის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.

 

„ჩემი შეთავაზებაა, რომ უნდა გვქონდეს არსებითად ანალოგიური ინიციატივა, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებს მოიცავს, რათა დავეხმაროთ იმ საზოგადოებას მსოფლიოში, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დახმარება“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

ჩინეთის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მულტიმილიარდიანი პროექტია, რომელიც 2013 წელს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ხელმძღვანელობით დაიწყო. პროექტი მოიცავს ინვესტიციებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას აღმოსავლეთ აზიიდან ევროპამდე.

 

ამ პროექტის ფარგლებში ჩინეთთან 100-ზე მეტი ქვეყანა თანამშრომლობს.

 

https://1tv.ge/news/jo-baideni-demokratiul-sakhelmwifoebs-unda-hqondet-infrastruqturis-ganvitarebis-gegma-romelic-konkurencias-gauwevs-chinetis-iniciativas-erti-sartyeli-erti-gza/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner