საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის მეორე შესარჩევ მატჩში ესპანეთს მასპინძლობს.
გუნდებმა მატჩი ასეთი შენადგენლობებით დაიწყეს:
საქართველო (4-2-3-1): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, გვილია – ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია – ზივზივაძე.
ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი – პედრო პორო, ერიკ გარსია, ლორენტე, ალბა – პედრი, ბუსკეტსი, ფაბიან რუისი – ფერან ტორესი, მორატა, ბრაიან ხილი.
44 წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას კიტეიშვილის გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია და ანგარიში გახსნა – 1:0.