logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობიდან გადადგომა სავსებით ლოგიკურია
- +

12 ივლისი. 2016. 18:31



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „რეპორტიორთან" სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. მისი თქმით, მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა საკმაოდ ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დამოუკიდებლად გადიან არჩევნებში და მინისტრთა კაბინეტში ყოფნის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნებოდა.

 

„თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობიდან გადადგომა სავსებით ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დამოუკიდებლად გადიან არჩევნებში და მათი მინისტრთა კაბინეტში ყოფნის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნებოდა. ბუნებრივია, სავსებით ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება ორივე მხრიდან. თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მას ეყოლება თავისი კანდიდატურები, ეს მისი პრეროგატივაა და ალბათ, უახლოეს მომავალში, როცა საჭიროდ ჩათვლის, დაასახელებს ახალ კანდიდატურებს", - ამბობს ალექსანდრე ქანთარია.

 

აქვე, ალექსანდრე ქანთარია საუბრობს გიგლა აგულაშვილის თანამდებობაზე დარჩენასთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილება იყო.

 

„რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, რომელიც გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას, ეს მისი პირადი არჩევანია და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებაც ნორმალურია.

 

რაც შეეხება მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას, ალბათ, იგი თვლის, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით უფრო ნაყოფიერია მისი საქმიანობა. ასე რომ, ეს მისი არჩევანია, რომელსაც, როგორ ჩანს, პრემიერიც დაეთანხმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ფარული გარიგება რესპუბლიკურ პარტიასა და გიგლა აგულაშვილს შორის, ეს არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება. არა მგონია, იგი „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვიხილოთ, თუმცა, გამორიცხული არაფერია", - ამბობს ალექსანდრე ქანთარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner