logo_geo
eng_logo
ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
- +

28 მარტი. 2021. 23:50

 

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში.

 

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანაქანა საგზაო სამუშაოზე დასაქმებულ მუშას დაეჯახა.

 

ავტომანქანაში მსხდომი პირები და ქვეითი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მუშა, რომელიც 36 წლისაა, გარდაიცვალა. ორი პირი კი, საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

შემთხვევის ადგილზე, ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner