logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: მინისტრების გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა
- +

ავტორი ანა ფერაძე

12 ივლისი. 2016. 18:33



„რესპუბლიკელმა" მინისტრებმა თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა განცხადება დაწერეს თანამდებობიდან გადადგომაზე. გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კი კვლავ თანამდებობაზე რჩება. ამასთან დაკავშირებით „რეპორტიორი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგლა ჟვანიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მინისტრების ეს ქმედება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.



„მინისტრების გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. არჩევნებამდე მათ თანამდებობა დატოვეს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება მომავალ კანდიდატურებს, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.

 

რადგან გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოიაზრებს თავს „ქართულ ოცნებაში". როგორც ჩანს, ეს შეთანხმებულია პრემიერთან და ამავე დროს  „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან. დანარჩენს ცოტა ხანში გავიგებთ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner