logo_geo
eng_logo
ღვინის ექსპორტის ზრდასთან ერთად, ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება ფიქსირდება
- +

12 ივლისი. 2016. 18:36



სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.


ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. ერთი ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2016 წელს, 2014 წლის საშუალო ფასთან შედარებით 0,78 დოლარით, ანუ 25%-ით ნაკლებია.


სამინისტროს ინფორმაციით, ასევე შემცირდება 1 ბოთლი ბრენდის საშუალო საექსპორტო ფასიც. კლებამ ერთ ბოთლზე 0,87 დოლარი ანუ 27% შეადგინა.


ქართული ღვინის ექსპორტის მატება 2016 წლის პირველ ნახევარში აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.


ჩინეთი - 148% (1 884 665), უკრაინა - 82% (2 286 977), რუსეთი -  56% (10 198 085), ბელარუსი - 96% (462 547), ლიტვა - 31% (260 064), პოლონეთი - 34% (1 070 454), ესტონეთი - 64% (331 884), ყირგიზეთი - 89% (149 666),  გერმანია - 55% (166 636), კანადა - 16% (96 300), დიდი ბრიტანეთი - 43% (58  366) და სხვა. 


ხოლო ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:


რუსეთი - 10 198 085 ბოთლი; უკრაინა -2 286 977 ბოთლი; ჩინეთი - 1 884 665 ბოთლი; ყაზახეთი- 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი -1 070 454 ბოთლი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner