სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა კითხვაზე, ვინ შეცვლის მთავრობაში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელსა და სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, განაცხადა, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს, ვინაიდან მისი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებშია, ზუსტად შეარჩიოს კანდიდატურა, წარადგინოს და დანიშნოს.
„რაც შეხება გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, მან ჩათვალა, რომ შეუძლია მინისტრად მუშაობა და შეუძლია, სარგებელი მოუტანოს თავის ქვეყანას. ეს მისი გადაწყვეტილებაა", - განახცადა კახა კახიშვილმა.