logo_geo
eng_logo
კახა კალაძე, დავით სერგეენკო და ოთარ დანელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან
- +

12 ივლისი. 2016. 19:46



2030.news-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.


სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კენჭს მარტვილში იყრის.


მაჟორიტართა შორის იქნებიან კახა კალაძე და დავით სერგეენკოც. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის კონკრეტულად რომელი ოლქის მაჟორიტარები იქნებიან კალაძე და სერგეენკო. 


„ქართული ოცნება" გუნდის ახალ სახეებს 13 ივლისს წარადგენს. საარჩევნო სიის შემადგენლობა  და მაჟორიტარ კანდიდატთა ვინაობა კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner