„პარლამენტში ერთჯერადად შესვლის ვარიანტს „გირჩი“ არ განიხილავს. ყველაფერს შეიძლება განვიხილავდეთ, მაგრამ ამას არა, შევიდეთ რაღაცაზე და მერე უკან გამოვიდეთ - არასერიოზულია“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმების მიღწევისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და შემდეგ შეიძლება დადგეს საკითხი, როგორ შეიძლება ხელახალი მოლაპარაკებები გაგრძელდეს, მაგრამ ერთჯერადად პარლამენტში შესვლის ვარიანტს გამოვრიცხავთ. ჩვენ არასოდეს ვიტყვით არგუმენტად, რომ პარლამენტში შევედით იმიტომ, რომ საარჩევნო ბარიერი დაწია „ოცნებამ“, ამას არასდროს ვიტყვით არგუმენტად. არავინ იცის, რა მოხდება, შეიძლება არანაირი პირობა არ მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“ და ისე შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ იმის გამო, რომ ბარიერი ჩამოწიეს, ეს არ იქნება ჩვენი არგუმენტი პარლამენტში შესვლის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტში დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.