„ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლეიენი 6 აპრილს თურქეთში გაემგზავრებიან,“ - ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარენდ ლეითსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლეიენი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდებიან.
„მომავალ კვირაში, 6 აპრილს, ევროსაბჭოს პრეზიდენტი და [ევროკომისიის] პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შესახვედრად თურქეთში გაემგზავრებიან“, - წერს ბარენდ ლეითსი.