logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლეიენი 6 აპრილს თურქეთში ჩავლენ
- +

29 მარტი. 2021. 17:31

 

„ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლეიენი 6 აპრილს თურქეთში გაემგზავრებიან,“ - ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარენდ ლეითსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

 

მისი თქმით, შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლეიენი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდებიან.

 

„მომავალ კვირაში, 6 აპრილს, ევროსაბჭოს პრეზიდენტი და [ევროკომისიის] პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შესახვედრად თურქეთში გაემგზავრებიან“, - წერს ბარენდ ლეითსი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner